კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
სიახლეები
ყველა
19/02/2026
ლაბორატორიის ექთანი
შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ექთნის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: სამგორი, დიდუბე, საბურთალო. კომპანიის შესახებ: შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ექთნად მუშაობის გამოცდილება; ** სისხლის ნიმუშის აღების ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის ბავშვებში (აუცილებელია); ** უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა; ** სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. სხვა უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სიახლეების ათვისების უნარი; ** განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი; ** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected], . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება; შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ! შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
11/09/2025
ვაკანსია
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი. კლინიკა მედკაპიტალი ეძებს პასუხისმგებელ და მოტივირებულ თანამშრომლებს ჩვენ გთავაზობთ: თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს პროფესიონალთა გუნდში მუშაობას კარიერული განვითარებისა და სტაბილური დასაქმების შესაძლებლობას ვაკანსიის დეტალები იხილეთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=665382 https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=661770 რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: [email protected] თუ ფიქრობთ, რომ თავს გაართმევთ ზემოთ ჩამოთვლილ მოვალეობებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2025 წლის 8 oოქტომბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება;
12/08/2025
ვაკანსია
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი. ვაკანსიის დეტალები იხილეთ ბმულზე https://jobs.ge/?page=1&q=მედკაპიტალი&cid=&lid=&jid= ჩვენ გთავაზობთ: ** განვითარების შესაძლებლობას; ** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. თუ ფიქრობთ, რომ თავს გაართმევთ ზემოთ ჩამოთვლილ მოვალეობებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2025 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება;
ბლოგი
ყველა
29/04/2026
რატომ უნდა აცრა შენი შვილი და რა მნიშვნელობა აქვს სავალდებულო აცრებს?
აუცილებელია ვიცოდეთ როდის და რა აცრები უნდა ჩავუტაროთ ჩვენს შვილებს. გაიგე რატომ უნდა აცრა შენი შვილი და რა მნიშვნელობა აქვს სავალდებულო აცრებს? 1.B ჰეპატიტის (hepB/Hep B) ვაქცინა - B ჰეპატიტის ვაქცინა B ჰეპატიტისგან იცავს თავად ბავშვსაც და მასთან კონტაქტში მყოფ სხვა ადამიანებსაც. B ჰეპატიტის მქონე ბავშვებს, როგორც წესი, არ აქვთ დაავადების სიმპტომები, მაგრამ შეუძლიათ, ვირუსი სხვებს გადასცენ. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე დოზას მოიცავს. პირველი კეთდება სამშობიაროში, დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში, მომდევნოები - მეორე, მესამე და მეოთხე თვეს. თუ დედას სისხლში აღმოაჩნდა B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HbsAg), ჩვილს ვაქცინასთან ერთად B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინსაც უკეთებენ. 2. ბცჟ (BCG) – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა- ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება სამშობიაროში, დაბადებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში, თუ ეს ვერ მოხერხდა - პირველივე შესაძლებლობისთანავე წლამდე. ამ ასაკის შემდეგ ბცჟ-ს გაკეთება რეკომენდებული არ არის, რადგან ვაქცინის დამცავი ეფექტი იკლებს. 3. ჰექსა – დყატ+Bჰეპ+ჰიb+იპვ ვაქცინა 2, 3, და 4 თვის ასაკში კეთდება კომბინირებული ექვსკომპონენტიანი ვაქცინა დყატ+Bჰეპ+ჰიb+იპვ (ჰექსა/DPaT+HepB+Hib+IPV). დყატ არის დიფტერიის, ყივანახველისა (არაუჯრედულის) და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, B ჰეპ – B ჰეპატიტის, ჰიბ – ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ–სი, იპვ – ინაქტივირებული პოლიომიელიტისა. კურსი სამ დოზას მოიცავს, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 4 კვირაა. ვაქცინირება რეკომენდებულია 24 თვემდე. 4. PNEVMO/PCV – პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (PNEVMO/PCV) სამ დოზას მოიცავს. აცრა ტარდება 2, 4, 12 თვის ასაკში. ის ბავშვს იცავს პოტენციურად სასიკვდილო ინფექციებისგან – პნევმოკოკური მენინგიტისა და პნევმოკოკური პნევმონიისგან. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა არ არის გამორიცხული მსუბუქად გამოხატული გვერდითი მოვლენები. 5. როტა/ROTA - ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota) ინიშნება პერორალურად (წვეთებით). კურსი ორ დოზას მოიცავს. პირველი დოზის მიცემა რეკომენდებულია 16 კვირამდე, მეორისა – 24 კვირამდე. აცრა ბავშვს იცავს როტავირუსით გამოწვეული ძლიერი დიარეის, ღებინებისა და მუცლის ტკივილისგან. ვაქცინა უსაფრთხოა, თუმცა, როგორც ნებისმიერმა წამალმა, შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი თანამოვლენებიც (დიარეა, ღებინება). 6. წწყ/MMR ვაქცინა წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ/MMR) ვაქცინაციის კურსი ორდოზიანია, ტარდება 12 თვისა და 5 წლის ასაკში. არავაქცინირებული ბავშვები და მოზარდები უნდა აიცრან წწყ ვაქცინის 2 დოზით. აცრა იცავს წითელასგან, ყბაყურასა და წითურასგან. ის უსაფრთხოა. ამ აცრასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს. თანმხლები მოვლენები მსუბუქია, მოიცავს ტკივილს, სიწითლეს ან შეშუპებას აცრის ადგილას, 7.დიფთერია,ყივანახველა,ტეტანუსი , პოლიომელიტი (DTaP/P) - საწინააღმდეგო ვაქცინა დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, ინაქტივირებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო (დყატ/პ) ვაქცინით აცრა (რევაქცინაცია) ტარდება 18 თვის და 5 წლის ასაკში. 8.ტეტანუსი-დიფთერია (Td) - საწინააღმდეგო ვაქცინა ვაქცინა შეიცავს დიფტერიისა და ტეტანუსის ანატოქსინებს - ბაქტერიული ტოქსინების დასუსტებულ ფორმებს, რომლებიც ქმნიან იმუნურ სისტემას დაავადების გამოწვევის გარეშე. დიფტერია და ტეტანუსი წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ ბაქტერიულ ინფექციებს, რომლებიც, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, შეიძლება დასრულდეს მძიმე გართულებებით, განსაკუთრებით ბავშვებში; 9. გრიპის აცრა გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა გრიპისა და მისი პოტენციურად მძიმე გართულებებისგან ბავშვის დასაცავად. ექიმები გვირჩევენ, 6 თვიდან ბავშვს ყოველ შემოდგომაზე – სასურველია, ოქტომბრის ბოლომდე – ჩავუტაროთ გრიპის ვაქცინაცია. ზოგ ბავშვს შესაძლოა 2 დოზა დასჭირდეს. თუ ოქტომბრის ბოლომდე ვერ ავცერით, შეიძლება მოგვიანებით აცრაც . ქალებმა გრიპის ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ ყოველი ორსულობის დროს. 10. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV))-9კომპონენტიანი მდედრობითი სქესის 13-45 წლის ადამიანებში: 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის ორი დოზა მინიმუმ 6-თვიანი შუალედით; 15-45 წლის ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის სამი დოზა სქემით: 0-2-6 თვე (ანუ ვაქცინის მეორე დოზა საწყისიდან 2 თვის შემდეგ მიიღება, მესამე კი — მე-6 თვეს). მამრობითი სქესის 13-26 წლის ადამიანებში: 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის ორი დოზა მინიმუმ 6-თვიანი შუალედით; 15-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის სამი დოზა სქემით: 0-2-6 თვე. ადამიანის პაპილომავირუსების ჯგუფი 200-ზე მეტ ვირუსს აერთიანებს. ინფიცირდებიან მოზრდილებიც და მოზარდებიც. ზოგიერთი ვირუსი იწვევს, სქესის შესაბამისად, საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვის, ასოს კიბოს, ორივე სქესის ადამიანებთან – ანალურ კიბოს, ენის ფუძისა და ნუშისებრი ჯირკვლების კიბოს, გენიტალურ მეჭეჭებს. HPV ვრცელდება სქესობრივი კავშირის შედეგად. ის იმდენად გავრცელებულია, რომ ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე თითქმის ყველა ადამიანი ავადდება. იყავი ინფორმირებული როგორ დაიცვა თავი სხვადასხვა ინფექციებისგან და მართე შენი ჯანმრთელი მომავალი!
29/05/2025
ქრონიკული ვენური უკმარისობა და სიცხე – რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ზაფხულში?
ზაფხული ბევრისთვის სიხარულთან ასოცირდება, თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული ვენური უკმარისობა აწუხებთ, ეს სეზონი შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩნდეს. მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ვენურ სისტემაზე და აუარესებს სიმპტომებს, რაც გავლენას ახდენს როგორც ყოველდღიურ კომფორტზე, ისე ზოგად ჯანმრთელობაზე. რა გავლენას ახდენს სიცხე ვენებზე? მაღალ ტემპერატურაზე ვენები ფართოვდება, რის შედეგადაც სისხლის ნაკადი ნელდება. ეს პროცესები განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე იტანჯებიან ვენური უკმარისობით. სიმპტომები: ფეხების შეშუპება, განსაკუთრებით დღის ბოლოს სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში ტკივილი ან წვა ვარიკოზული ვენების გამოკვეთა ექიმის რჩევები – როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა? ლიკა მამასახლისის რჩევები: დღის აღნიშნულ მონაკვეთში (12:00–16:00) ერიდეთ აქტიურ მოძრაობასა და დატვირთვას ღია სივრცეში გამოიყენეთ კომპრესიული წინდები – მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ატარეთ თავისუფალი, მსუბუქი ტანსაცმელი, რაც ხელს უწყობს თერმული ბალანსის შენარჩუნებას შეამცირეთ ცხელი აბაზანებისა და შხაპის ხანგრძლივობა მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე – მინიმუმ 1.5–2 ლიტრი წყალი დღეში მოერიდეთ ცხიმიან და მძიმე საკვებს – მათ შეუძლიათ გაზარდონ ანთებითი პროცესები ყოველდღიური მსუბუქი ფიზიკური აქტივობა – ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას რეკომენდებულია ზღვაში ცურვა – ეს ბუნებრივი ჰიდრომასაჟია ვენებისთვის სასარგებლოა მაგნიტური ქვიშები ცხელი ქვიშები – არ არის რეკომენდებული! როდის მივმართოთ ექიმს? თუ გაწუხებთ: ძლიერი ტკივილი კანის ფერის ან სტრუქტურის ცვლილება ზედაპირული ვენების ანთება ფეხის მკვეთრი შეშუპება, ტკივილი, სიწითლე აუცილებელია დროული კონსულტაცია. უყურადღებოდ დატოვებულმა ვენურმა პრობლემებმა შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
06/05/2025
რჩევები ჯანსაღი კვების შესახებ მანანა გოგოხიასგან
ჯანსაღ კვებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ის ხელს უწყობს ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებას, გიცავთ ქრონიკული დაავადებებისგან და აძლიერებს იმუნურ სისტემას. გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. ჯანსაღი კვების ძირითადი კომპონენტები: ნახშირწყლები — ორგანიზმის ენერგიის მთავარი წყაროა. სასურველია, ყოველდღიური რაციონის დაახლოებით მესამედი სწორედ ნახშირწყლებისგან შედგებოდეს. ხილი და ბოსტნეული — მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებით და მინერალებით. ისინი აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობისთვის და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. რძე და რძის პროდუქტები — წარმოადგენს ცილებისა და კალციუმის მნიშვნელოვან წყაროს. კალციუმი აუცილებელია ჯანმრთელი ძვლებისა და კბილებისთვის. ცილები (პროტეინი) — შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც სხეულის სამშენებლო ელემენტებია. ცილების მიღება შესაძლებელია ხორცის, თევზის, კვერცხის, ლობიოს, პარკოსნებისა და თხილეულის საშუალებით. ჯანსაღი ცხიმები — აუცილებელია ორგანიზმისთვის, ეხმარება გარკვეული ვიტამინების ათვისებაში და ხელს უწყობს ზრდას, განვითარებასა და ჰორმონალურ ბალანსს. ჯანსაღი კვების სარგებელი: ხელს უწყობს გულის დაავადებებისა და ინსულტის პრევენციას აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს ამცირებს არტერიულ წნევას ეხმარება სისხლში შაქრის დონის კონტროლში ხელს უწყობს წონის ნორმალიზებას და შენარჩუნებას დასკვნა: ჯანსაღი კვება არის ცხოვრების სტილი, რომელიც ხელს უწყობს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. მისი სწორი დაგეგმვითა და რეალურ ცხოვრებაში დანერგვით შესაძლებელია მრავალი ჯანმრთელობის რისკის შემცირება. ოჯახის ექიმის რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ სწორ გზაზე დადგომაში. დამატებითი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მედკაპიტალის ოჯახის ექიმს.