კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
რატომ უნდა აცრა შენი შვილი და რა მნიშვნელობა აქვს სავალდებულო აცრებს?
29/04/2026

აუცილებელია ვიცოდეთ როდის და რა აცრები უნდა ჩავუტაროთ ჩვენს შვილებს.

გაიგე რატომ უნდა აცრა შენი შვილი და რა მნიშვნელობა აქვს სავალდებულო აცრებს?

1.B ჰეპატიტის (hepB/Hep B) ვაქცინა - B ჰეპატიტის ვაქცინა B ჰეპატიტისგან იცავს თავად ბავშვსაც და მასთან კონტაქტში მყოფ სხვა ადამიანებსაც. B ჰეპატიტის მქონე ბავშვებს, როგორც წესი, არ აქვთ დაავადების სიმპტომები, მაგრამ შეუძლიათ, ვირუსი სხვებს გადასცენ.

B ჰეპატიტის საწინააღმდეგ ვაქცინა რამდენიმე დოზას მოიცავს. პირველი კეთდება სამშობიაროში, დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში, მომდევნოები - მეორე, მესამე და მეოთხე თვეს. თუ დედას სისხლში აღმოაჩნდა B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HbsAg), ჩვილს ვაქცინასთან ერთად B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინსაც უკეთებენ.


2. ბცჟ (BCG) – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა- ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება სამშობიაროში, დაბადებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში, თუ ეს ვერ მოხერხდა - პირველივე შესაძლებლობისთანავე წლამდე. ამ ასაკის შემდეგ ბცჟ- გაკეთება რეკომენდებული არ არის, რადგან ვაქცინის დამცავი ეფექტი იკლებს.

3. ჰექსადყატ+Bჰეპ+ჰიb+იპვ ვაქცინა

2, 3, და 4 თვის ასაკში კეთდება კომბინირებული ექვსკომპონენტიანი ვაქცინა დყატ+Bჰეპ+ჰიb+იპვ (ჰექსა/DPaT+HepB+Hib+IPV). დყატ არის დიფტერიის, ყივანახველისა (არაუჯრედულის) და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, B ჰეპ – B ჰეპატიტის, ჰიბჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი სი, იპვინაქტივირებული პოლიომიელიტისა. კურსი სამ დოზას მოიცავს, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 4 კვირაა. ვაქცინირება რეკომენდებულია 24 თვემდე.

4. PNEVMO/PCV – პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა

პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (PNEVMO/PCV) სამ დოზას მოიცავს. აცრა ტარდება 2, 4, 12 თვის ასაკში. ის ბავშვს იცავს პოტენციურად სასიკვდილო ინფექციებისგანპნევმოკოკური მენინგიტისა და პნევმოკოკური პნევმონიისგან. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა არ არის გამორიცხული მსუბუქად გამოხატული გვერდითი მოვლენები.

5. როტა/ROTA - ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota) ინიშნება პერორალურად (წვეთებით). კურსი ორ დოზას მოიცავს. პირველი დოზის მიცემა რეკომენდებულია 16 კვირამდე, მეორისა – 24 კვირამდე.

აცრა ბავშვს იცავს როტავირუსით გამოწვეული ძლიერი დიარეის, ღებინებისა და მუცლის ტკივილისგან. ვაქცინა უსაფრთხოა, თუმცა, როგორც ნებისმიერმა წამალმა, შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი თანამოვლენებიც (დიარეა, ღებინება).

6. წწყ/MMR ვაქცინა

წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ/MMR) ვაქცინაციის კურსი ორდოზიანია, ტარდება 12 თვისა და 5 წლის ასაკში. არავაქცინირებული ბავშვები და მოზარდები უნდა აიცრან წწყ ვაქცინის 2 დოზით. აცრა იცავს წითელასგან, ყბაყურასა და წითურასგან. ის უსაფრთხოა. ამ აცრასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს. თანმხლები მოვლენები მსუბუქია, მოიცავს ტკივილს, სიწითლეს ან შეშუპებას აცრის ადგილას,

7.დიფთერია,ყივანახველა,ტეტანუსი , პოლიომელიტი (DTaP/P) - საწინააღმდეგო ვაქცინა

დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, ინაქტივირებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო (დყატ/პ) ვაქცინით აცრა (რევაქცინაცია) ტარდება 18 თვის და 5 წლის ასაკში.

8.ტეტანუსი-დიფთერია (Td) - საწინააღმდეგო ვაქცინა

ვაქცინა შეიცავს დიფტერიისა და ტეტანუსის ანატოქსინებს - ბაქტერიული ტოქსინების დასუსტებულ ფორმებს, რომლებიც ქმნიან იმუნურ სისტემას დაავადების გამოწვევის გარეშე.

დიფტერია და ტეტანუსი წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ ბაქტერიულ ინფექციებს, რომლებიც, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, შეიძლება დასრულდეს მძიმე გართულებებით, განსაკუთრებით ბავშვებში;

9. გრიპის აცრა

გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა გრიპისა და მისი პოტენციურად მძიმე გართულებებისგან ბავშვის დასაცავად.

ექიმები გვირჩევენ, 6 თვიდან ბავშვს ყოველ შემოდგომაზესასურველია, ოქტომბრის ბოლომდეჩავუტაროთ გრიპის ვაქცინაცია. ზოგ ბავშვს შესაძლოა 2 დოზა დასჭირდეს. თუ ოქტომბრის ბოლომდე ვერ ავცერით, შეიძლება მოგვიანებით აცრაც . ქალებმა გრიპის ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ ყოველი ორსულობის დროს.

10. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV))-9კომპონენტიანი

მდედრობითი სქესის 13-45 წლის ადამიანებში:

  • 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ორი დოზა მინიმუმ 6-თვიანი შუალედით;
  • 15-45 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის სამი დოზა სქემით: 0-2-6 თვე (ანუ ვაქცინის მეორე დოზა საწყისიდან 2 თვის შემდეგ მიიღება, მესამე კი მე-6 თვეს).

მამრობითი სქესის 13-26 წლის ადამიანებში:

  • 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ორი დოზა მინიმუმ 6-თვიანი შუალედით;
  • 15-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის სამი დოზა სქემით: 0-2-6 თვე.

ადამიანის პაპილომავირუსების ჯგუფი 200-ზე მეტ ვირუსს აერთიანებს. ინფიცირდებიან მოზრდილებიც და მოზარდებიც. ზოგიერთი ვირუსი იწვევს, სქესის შესაბამისად, საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვის, ასოს კიბოს, ორივე სქესის ადამიანებთანანალურ კიბოს, ენის ფუძისა და ნუშისებრი ჯირკვლების კიბოს, გენიტალურ მეჭეჭებს.

HPV ვრცელდება სქესობრივი კავშირის შედეგად. ის იმდენად გავრცელებულია, რომ ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე თითქმის ყველა ადამიანი ავადდება.

იყავი ინფორმირებული როგორ დაიცვა თავი სხვადასხვა ინფექციებისგან და მართე შენი ჯანმრთელი მომავალი!