კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
ვაკანსია
05/10/2026

პოზიციის დასახელება: მედდა;

ანაზღაურება: შეთანხმებით;

ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი, საბურთალო, დიდუბე, სამგორი .

კომპანიის შესახებ:

შპს „მედკაპიტალი“ 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მედდად მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება (სავალდებულოა);
  • სპეციალობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი;
  • სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

მოვალეობები:

  • კვალიფიციური საექთნო საქმიანობის განხორციელება, დაწესებულებაში დანერგილი გაიდლაინების, პროტოკოლების და განკარგულებების შესაბამისად;
  • პაციენტის პირველადი გამოკითხვის ჩატარება;
  • პაციენტის პირველადი გასინჯვა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამედიცინო დაწესებულების შიდა ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
  • კაბინეტის ხარჯვის წარმოება შიდა ელექტრონულ პროგრამა webmed-ში;
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
  • პედიატრიული კაბინეტის შემთხვევაში, პაციენტთან დაკავშირება და გეგმიური აცრის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

სხვა უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიახლეების ათვისების უნარი;
  • განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი;
  • მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , 2026 წლის 30 სექტემბერის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;