ზაფხული ბევრისთვის სიხარულთან ასოცირდება, თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული ვენური უკმარისობა აწუხებთ, ეს სეზონი შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩნდეს. მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ვენურ სისტემაზე და აუარესებს სიმპტომებს, რაც გავლენას ახდენს როგორც ყოველდღიურ კომფორტზე, ისე ზოგად ჯანმრთელობაზე.
მაღალ ტემპერატურაზე ვენები ფართოვდება, რის შედეგადაც სისხლის ნაკადი ნელდება. ეს პროცესები განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე იტანჯებიან ვენური უკმარისობით.
სიმპტომები:
ფეხების შეშუპება, განსაკუთრებით დღის ბოლოს
სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში
ტკივილი ან წვა
ვარიკოზული ვენების გამოკვეთა
ლიკა მამასახლისის რჩევები:
დღის აღნიშნულ მონაკვეთში (12:00–16:00) ერიდეთ აქტიურ მოძრაობასა და დატვირთვას ღია სივრცეში
გამოიყენეთ კომპრესიული წინდები – მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით
ატარეთ თავისუფალი, მსუბუქი ტანსაცმელი, რაც ხელს უწყობს თერმული ბალანსის შენარჩუნებას
შეამცირეთ ცხელი აბაზანებისა და შხაპის ხანგრძლივობა
მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე – მინიმუმ 1.5–2 ლიტრი წყალი დღეში
მოერიდეთ ცხიმიან და მძიმე საკვებს – მათ შეუძლიათ გაზარდონ ანთებითი პროცესები
ყოველდღიური მსუბუქი ფიზიკური აქტივობა – ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას
რეკომენდებულია ზღვაში ცურვა – ეს ბუნებრივი ჰიდრომასაჟია ვენებისთვის
სასარგებლოა მაგნიტური ქვიშები
ცხელი ქვიშები – არ არის რეკომენდებული!
თუ გაწუხებთ:
ძლიერი ტკივილი
კანის ფერის ან სტრუქტურის ცვლილება
ზედაპირული ვენების ანთება
ფეხის მკვეთრი შეშუპება, ტკივილი, სიწითლე
აუცილებელია დროული კონსულტაცია. უყურადღებოდ დატოვებულმა ვენურმა პრობლემებმა შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.