კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
სიახლეები
ყველა
21/06/2025
ვაკანსიას - ექოსკოპიის კაბინეტის ოპერატორი
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი. ვაკანსია - ექოსკოპიის კაბინეტის ოპერატორი პოზიციის ადგილმდებარეობა: სამგორი, გლდანი (მეტროსთან ახლოს); ვაკანტური პოზიცია: სამი გრაფიკი: ორშ-პარ (09:30-17:00), შაბათს 10:00-14:00 (გლდანი) სამუშაოს აღწერა: ** ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა; ** ექიმის მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება; ** ექიმის მხარდაჭერა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული/ უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა; სხვა უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სიახლეების ათვისების უნარი; ** ლოგიკურად აზროვნების უნარი; ** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
20/06/2025
ვაკანსია - რეგისტრატორი
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი. ვაკანსია - რეგისტრატორი ადგილმდებარეობა: გლდანი, დიდუბე (მეტროსთან ახლოს); სამუშაო დრო: ორშ-პარ - 09:30-17:30 ; ყოველ მეოთხე შაბათს 10:00-14:00 (გლდანი) ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტის საჭიროების დადგენა შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებით და მათი სწორად გადამისამართება; ** პაციენტისთვის კლინიკის სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება; ** შესაბამის პროგრამებში/რეესტრში მუშაობა; ** გეგმიური ამბულატორიული სამედიცინო ბარათების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში, წესების სრული დაცვით; ** ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება დადგენილი წესის სრული დაცვით, მათ შორის სალარო აპარატთან მუშაობა; ძირითადი მოთხოვნები: ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ლოგიკური აზროვნების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** განვითარების შესაძლებლობას; ** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. თუ ფიქრობთ, რომ თავს გაართმევთ ზემოთ ჩამოთვლილ მოვალეობებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება;
26/05/2025
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
ბლოგი
ყველა
29/05/2025
ქრონიკული ვენური უკმარისობა და სიცხე – რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ზაფხულში?
ზაფხული ბევრისთვის სიხარულთან ასოცირდება, თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული ვენური უკმარისობა აწუხებთ, ეს სეზონი შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩნდეს. მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ვენურ სისტემაზე და აუარესებს სიმპტომებს, რაც გავლენას ახდენს როგორც ყოველდღიურ კომფორტზე, ისე ზოგად ჯანმრთელობაზე. რა გავლენას ახდენს სიცხე ვენებზე? მაღალ ტემპერატურაზე ვენები ფართოვდება, რის შედეგადაც სისხლის ნაკადი ნელდება. ეს პროცესები განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე იტანჯებიან ვენური უკმარისობით. სიმპტომები: ფეხების შეშუპება, განსაკუთრებით დღის ბოლოს სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში ტკივილი ან წვა ვარიკოზული ვენების გამოკვეთა ექიმის რჩევები – როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა? ლიკა მამასახლისის რჩევები: დღის აღნიშნულ მონაკვეთში (12:00–16:00) ერიდეთ აქტიურ მოძრაობასა და დატვირთვას ღია სივრცეში გამოიყენეთ კომპრესიული წინდები – მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ატარეთ თავისუფალი, მსუბუქი ტანსაცმელი, რაც ხელს უწყობს თერმული ბალანსის შენარჩუნებას შეამცირეთ ცხელი აბაზანებისა და შხაპის ხანგრძლივობა მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე – მინიმუმ 1.5–2 ლიტრი წყალი დღეში მოერიდეთ ცხიმიან და მძიმე საკვებს – მათ შეუძლიათ გაზარდონ ანთებითი პროცესები ყოველდღიური მსუბუქი ფიზიკური აქტივობა – ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას რეკომენდებულია ზღვაში ცურვა – ეს ბუნებრივი ჰიდრომასაჟია ვენებისთვის სასარგებლოა მაგნიტური ქვიშები ცხელი ქვიშები – არ არის რეკომენდებული! როდის მივმართოთ ექიმს? თუ გაწუხებთ: ძლიერი ტკივილი კანის ფერის ან სტრუქტურის ცვლილება ზედაპირული ვენების ანთება ფეხის მკვეთრი შეშუპება, ტკივილი, სიწითლე აუცილებელია დროული კონსულტაცია. უყურადღებოდ დატოვებულმა ვენურმა პრობლემებმა შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
06/05/2025
რჩევები ჯანსაღი კვების შესახებ მანანა გოგოხიასგან
ჯანსაღ კვებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ის ხელს უწყობს ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებას, გიცავთ ქრონიკული დაავადებებისგან და აძლიერებს იმუნურ სისტემას. გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. ჯანსაღი კვების ძირითადი კომპონენტები: ნახშირწყლები — ორგანიზმის ენერგიის მთავარი წყაროა. სასურველია, ყოველდღიური რაციონის დაახლოებით მესამედი სწორედ ნახშირწყლებისგან შედგებოდეს. ხილი და ბოსტნეული — მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებით და მინერალებით. ისინი აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობისთვის და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. რძე და რძის პროდუქტები — წარმოადგენს ცილებისა და კალციუმის მნიშვნელოვან წყაროს. კალციუმი აუცილებელია ჯანმრთელი ძვლებისა და კბილებისთვის. ცილები (პროტეინი) — შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც სხეულის სამშენებლო ელემენტებია. ცილების მიღება შესაძლებელია ხორცის, თევზის, კვერცხის, ლობიოს, პარკოსნებისა და თხილეულის საშუალებით. ჯანსაღი ცხიმები — აუცილებელია ორგანიზმისთვის, ეხმარება გარკვეული ვიტამინების ათვისებაში და ხელს უწყობს ზრდას, განვითარებასა და ჰორმონალურ ბალანსს. ჯანსაღი კვების სარგებელი: ხელს უწყობს გულის დაავადებებისა და ინსულტის პრევენციას აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს ამცირებს არტერიულ წნევას ეხმარება სისხლში შაქრის დონის კონტროლში ხელს უწყობს წონის ნორმალიზებას და შენარჩუნებას დასკვნა: ჯანსაღი კვება არის ცხოვრების სტილი, რომელიც ხელს უწყობს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. მისი სწორი დაგეგმვითა და რეალურ ცხოვრებაში დანერგვით შესაძლებელია მრავალი ჯანმრთელობის რისკის შემცირება. ოჯახის ექიმის რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ სწორ გზაზე დადგომაში. დამატებითი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მედკაპიტალის ოჯახის ექიმს.
01/04/2025
კიბოს სკრინინგი საქართველოში: რა უნდა იცოდეთ
კიბოს სკრინინგი საქართველოში: რა უნდა იცოდეთ საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოვლენას. პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. სკრინინგის მიზანია, აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის ჩატრება უზრუნველყოფს დაავადების განვითარებისა და სიკვდილიანობის რისკის მკვეთრ შეზღუდვას. 40-70 ასაკის ქალებში ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ. პროგრამა უზრუნველყოფს მამოგრაფიას. პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში, მამოლოგის კონსულტაციასა და ექოსკოპიურ კვლევას. ძუძუს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ უფასოდ. 25-60 წლის ასაკში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ. 50-70 წლის ასაკში ქალებსა და მამაკაცებში მსხვილი ნაწლავის სკრინინგი ტარდება უფასოდ. ძუძუს კიბო: რისკ-ფაქტორები და ნიშნები ძუძუს კიბო არის ყველაზე გავრცელებული დაავადება ქალებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგ რისკ-ფაქტორებთან: მავნე ჩვევები, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი წონა, დაბალი ფიზიკური აქტივობა. ძუძუს კიბოს სკრინინგი პირველი ნაბიჯია კიბოს გამოვლენაში. ამის შემდეგ აუცილებელია ძუძუს რეგულარული თვითგასინჯვა თვეში ერთხელ და პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან. კიბოს პროტოკლით მკურნალობა დამოკიდებულია სტადიის სიზუსტეზე. ძუძუს კიბოს სიმპტომები: ძუძუს წონაში მატება ჩაღრმავებები დვრილის დეფორმაცია ფერის შეცვლა გამონადენი და ტკივილი სარძევე ჯირკვლის არეში მკურნალობა ძუძუს კიბოს მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას, ტარგეტულ თერაპიას, ჰორმონოთერაპიას, იმუნოთერაპიას და ქირურგიულ მკურნალობას. რა მეთოდით და რა თანმიმდევრობით დაინიშნება მკურნალობა, დამოკიდებულია ძუძუს კიბოს სტადიაზე. მამაკაცებში ძუძუს კიბო აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბო მამაკაცებშიც გვხდება. პროცენტულად უფრო ნაკლებ შემთხვევაში, მაგრამ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია დროული სკრინინგი! ჩაიტარეთ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგი, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების განვითარება და დარწმუნდეთ თქვენს ჯანმრთელობაში! ლიკა მამასახლისი, მედკაპიტალის ოჯახის ექიმი