კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
ვაკანსიები მედკაპიტალში
09/08/2024

"მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:30 (ორშ-პარ);
ადგილმდებარეობა: (საბურთალო- მეტროსთან ახლოს);

ძირითადი მოვალეობები:

▸ პაციენტის საჭიროების დადგენა შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებით და მათი სწორად გადამისამართება;
▸ პაციენტისთვის კლინიკის სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
▸ შესაბამის პროგრამებში/რეესტრში მუშაობა;
▸ გეგმური ამბულატორიული სამედიცინო ბარათების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში, წესების სრული დაცვით;
▸ ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება დადგენილი წესის სრული დაცვით, მათ შორის სალარო აპარატთან მუშაობა;

ძირითადი მოთხოვნები:

▸ ორგანიზებულობა;
▸ პასუხისმგებლობის გრძნობა;
▸ დეტალებზე ორიენტირებულობა;
▸ ლოგიკური აზროვნების უნარი;
▸ ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

▸ განვითარების შესაძლებლობას;
▸ კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
▸ Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

თუ ფიქრობთ, რომ თავს გაართმევთ ზემოთ ჩამოთვლილ მოვალეობებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება;
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.


პოზიციის დასახელება: ოტორინოლარინგოლოგი;
გრაფიკი: ყოველდღე, 4 საათი (შაბათ-კვირის გარდა)
ადგილმდებარეობა: წერეთლის გამზ.138
ანაზღაურება: შეთანხმებით;

სამუშაოს მოკლე აღწერა:

▸ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტებისთვის;
▸ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად;
▸ კომპანიის შიდა პროტოკოლის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

▸ უმაღლესი სამედიცინო განათლება;
▸ ლიცენზიის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
▸ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
▸ სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
▸ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა უნარ-ჩვევები:

▸ ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
▸ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
▸ გუნდური მუშაობის უნარი;
▸ სიახლეების ათვისების უნარი;
▸ მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected], 2024 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.



"მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას რენტგენის კაბინეტის ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: დიდუბე, გლდანი (მეტროსთან ახლოს);
ვაკანტური პოზიცია: ორი

სამუშაოს აღწერა:

▸ ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა;
▸ ექიმის მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
▸ ექიმის მხარდაჭერა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

▸ პროფესიული/უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
▸ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
▸ სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
▸ სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;

სხვა უნარ-ჩვევები:

▸ ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
▸ პასუხისმგებლობის გრძნობა;
▸ გუნდური მუშაობის უნარი;
▸ სიახლეების ათვისების უნარი;
▸ ლოგიკურად აზროვნების უნარი;
▸ მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.წარმატებას გისურვებთ!

"მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე.

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

▸ ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება, სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული სტანდარტებისა და წესების დაცვით;
▸ გამოკვლევის შედეგების შესაბამისი დასკვნის მომზადება, სრულყოფილი ინფორმაციის მითითებით;
▸ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;
▸ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ჩატარების ტაქტიკის განსაზღვრა პაციენტის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით;
▸ კვლევის შედეგების ზუსტი და სრული ასახვა შესაბამის დასკვნაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

▸ სავალდებულოა კვლევის დოპლეროგრაფიული მეთოდის ფლობა;
▸ უმაღლესი სამედიცინო განათლება;
▸ ლიცენზიის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
▸ სამუშაო გამოცდილება;
▸ სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
▸ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა უნარ-ჩვევები:

▸ ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
▸ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
▸ გუნდური მუშაობის უნარი;
▸ სიახლეების ათვისების უნარი;
▸ მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected], 2024 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.


წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"მედკაპიტალი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.