შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
ვაკანსია - ექოსკოპიის კაბინეტის ოპერატორი
პოზიციის ადგილმდებარეობა: სამგორი, გლდანი (მეტროსთან ახლოს);
ვაკანტური პოზიცია: სამი
გრაფიკი: ორშ-პარ (09:30-17:00), შაბათს 10:00-14:00 (გლდანი)
სამუშაოს აღწერა:
** ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა;
** ექიმის მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
** ექიმის მხარდაჭერა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული/ უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
სხვა უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;