შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
ვაკანსია - რეგისტრატორი
ადგილმდებარეობა: გლდანი, დიდუბე (მეტროსთან ახლოს);
სამუშაო დრო: ორშ-პარ - 09:30-17:30 ; ყოველ მეოთხე შაბათს 10:00-14:00 (გლდანი)
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის საჭიროების დადგენა შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებით და მათი სწორად გადამისამართება;
** პაციენტისთვის კლინიკის სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** შესაბამის პროგრამებში/რეესტრში მუშაობა;
** გეგმიური ამბულატორიული სამედიცინო ბარათების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში, წესების სრული დაცვით;
** ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება დადგენილი წესის სრული დაცვით, მათ შორის სალარო აპარატთან მუშაობა;
ძირითადი მოთხოვნები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
თუ ფიქრობთ, რომ თავს გაართმევთ ზემოთ ჩამოთვლილ მოვალეობებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება;