გვსურს წარმოგიდგინოთ მედკაპიტალის ტრავმატოლოგ-ორთოპედი გივი მათიაშვილი
24 წლიანი გამოცდილებით სამედიცინო სფეროში
მოგვმართეთ, თუ გაწუხებთ:
— სქოლიოზი და ტერფმრუდობა
— ტანადობის დარღვევა
— ართრიტი, ართროზი (კოქსართროზი)
— ოსტეოქონდროპათიები
— სახსრების იოგოვანი აპარატის დაჭიმვა, დაზიანება
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ძვალ-სახსროვანი დაავადებების დიაგნოსტიკას და მართვას.
— სახსარშიდა ინექციები
— ნერვ-კუნთოვანი ტკივილის მართვა
— პლაზმოთერაპია სახსარში
— ცისტის დაშლა
იცოდით, რომ ჰიალურონის მჟავის სახსარშიდა ინექციები ეფექტურად ეხმარება ართროზის დროს მოძრაობის შეზღუდვით გამოწვეულ ტკივილს და დისკომფორტს?
ართროზის ნებისმიერი ფორმის მქონე პაციენტთან ეს პროცედურა უზრუნველყოფს სითხის მიწოდების გაძლიერებას, ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას და სახსრის ელასტიურობის გაუმჯობესებას, რაც ამცირებს ხახუნსა და ტკივილს მოძრაობის დროს.
რატომ ჰიალურონის მჟავა?
ჰიალურონის მჟავა ინექციის გზით პირდაპირ მოქმედებს სახსარში, რაც განაპირობებს ტკივილის შემცირებას და ზრდის მოძრაობის სიფართეს. პროცედურა ეფექტურია და ხშირად უსაფრთხო ალტერნატივაა სახსრის ქრონიკული პათოლოგიის დროს.
თუ სახსრების ტკივილი ზღუდავს თქვენს ყოველდღიურ აქტივობას, გაქვთ ტკივილი და დისკომფორტი მოძრაობისას და გსურთ ნაკლებად ინვაზიური (არა ოპერაციული) გზა, ჰიალურონის მჟავის ინექცია შეიძლება იდეალური გადაწყვეტილება იყოს თქვენი გამოჯანმრთელებისთვის.
ჰიალურონის მჟავის ინექცია კეთდება მსხვილ სახსრებში (მუხლის, მხრის, მენჯ-ბარძაყის).
პროცედურას პროფესიონალი ექიმი ატარებს, რაც უსაფრთხოებასა და ეფექტურობას უზრუნველყოფს
მნიშვნელოვანია: პროცედურის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!