მედკაპიტალმა მიიღო ISO 9001:2015 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი მენეჯმენტში
მოხარული ვართ, გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლე, რომ კლინიკათა ქსელმა "მედკაპიტალმა" მიიღო ISO 9001:2015 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი, მენეჯმენტში, რომელიც გაიცა TÜV NORD CERT GmbH-ის მიერ!
კლინიკაში დასაქმებულია 450-მდე თანამშრომელი, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზაციული პროცესი, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები მართავენ და არიან ჩართულები, იყოს გამართული, გამჭვირვალე და ამასთან, შეესაბამებოდეს მენეჯმენტის ხარისხის საერთაშორისო
სტანდარტებს.
კლინიკის მენეჯმენტი აგრძელებს მომსახურების დახვეწასა და სიახლეების დანერგვას. ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ მაღალკვალიფიციური, თანამედროვე და ეფექტური მომსახურება, პირველადი ჯანდაცვის სფეროში!
გვიხარია ყოველი წარმატება, რომელსაც ჩვენს პაციენტებს გიზიარებთ.