შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
პოზიციის დასახელება: სანიტარი
ადგილმდებარეობა: გლდანი (ახმეტელის მეტროსთან ახლოს)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: ექვსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
სამუშაოს მოკლე აღწერა: კლინიკის შიდა სივრცეში, წინასწარ განსაზღვრული ლოკაციის დასუფთავება.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკური საქმიანობის შესრულების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 555209930 ან მობრძანდით კლინიკაში, მისამართი: გლდანი, ილია ვეკუას #18.